ჰოლზიმ ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Graveyard – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც დღის სინათლეს 13 სექტემბერს იხილავს.
სიახლე 24 წლის მომღერლის მესამე სტუდიურ ალბომში შედის. ფირფიტის სახელწოდება და რელიზის თარიღი ამ დრომდე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ტრეკი ახალგაზრდა ვარსკვლავის 2019 წელს გამოსული მეორე სოლო ნამუშევარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ Nightmare 17 მაისით თარიღდება.
ჰოლზის ახალი სიმღერა და პროვოკაციული კლიპი კარა დელევინის მონაწილეობით (ვიდეო)