LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლზიმ ,,ემიზე” სინდი ლუპერის ჰიტი შეასრულა (ფოტო/ვიდეო)

169
BeFunky-collage (45)

ლოს-ანჯელესში, სატელევიზიო პრემიის – ,,ემი” დაჯილდოება გაიმართა. 71-ე ცერემონიალზე, გამარჯვებულები 27 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.

,,ემი'' 2019: მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა სრული სია (ფოტო)

ლოს-ანჯელესის ,,მაიკროსოფტის თეატრმა'', სატელევიზიო პრემიის – ,,ემი'' დაჯილდოებას უმასპინძლა.

სპეციალურ სტუმრებს შორის, რომელთაც თავი საღამოზე მოიყარეს, მომღერალი – ჰოლზიც იმყოფებოდა. წითელ ხალიჩაზე, 24 წლის ლამაზმანი ლიბანელ-ამერიკელი დიზაინერის – რამი კადის კაბით წარდგა.

,,მაიკროსოფტის თეატრის” სცენიდან, ახალგაზრდა შემსრულებელმა პატივი წელს გარდაცვლილ მსოფლიო ვარსკვლავებს მიაგო. მან სინდი ლუპერის ჰიტი – Time After Time შეასრულა.

https://twitter.com/LeEpicLucy/status/1175962704839892997?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1175962704839892997&ref_url=https%3A%2F%2Fwww.nme.com%2Fnews%2Ftv%2Fwatch-halsey-sing-cyndi-lauper-time-after-time-emmys-2019-2550417

ცნობისთვის, Time After Time სინდი ლუპერის სადებიუტო სტუდიური ალბომის – She’s So Unusual მეორე სინგლია. სიმღერა 1984 წლის 27 იანვარს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები