„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი, პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, თავისი მყარი ქორწინების შესახებ:
„უბრალოდ, ირაკლიმ თავისი ადამიანი იპოვა. სხვებს კი არა, მეც არ მეგონა, რომ შეიძლებოდა, ირაკლისგან ასეთი მეოჯახე დამდგარიყო, მაგრამ როცა ზედმეტად არ ეჭვიანობ, არ ზღუდავ, მერე საერთოდ სხვანაირი ხდება. მართლა ძალიან შეცვლილია და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, მე რომ გავიცანი. შეცვლილსაც ვერ დავარქმევ, მგონია, რომ ის გახდა, ვინც იყო რეალურად, ნამდვილი სახე გამოავლინა. მართლა არაჩვეულებრივი მამაა და ყოველდღიურად ვტკბები მისი ბავშვებთან ურთიერთობით“.