ჯეი ლომ Coach-ის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა. 54 წლის ლამაზმანმა ცათამბჯენის სახურავზე საოცრად ენერგიული და ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა. ამ დღეს მას შავი, ბრჭყვიალებით გაფორმებული კაბა ამშვენებდა, მის „ლუქს“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
„იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს!“ – ამ სათაურით გავრცელდა ახლახან Coach-ის „ინსტაგრამზე“ ჯეი ლოს ვიდეო და ფოტოების სერია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯეი ლომ თავისი მომავალი ალბომისა და მოკლე ფილმის, This Is Me … Now „თიზერი“ გაავრცელა. მისი ნამუშევარი დღის შუქს 2024 წლის 16 თებერვალს იხილავს. ალბომი 2002 წლის ალბომის ერთგვარი გაგრძელებაა.