LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცით როგორ დროს მინდა მოვესწრო ვიდრე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად გადავინაცვლებ? ეპოქას, რომელშიც მოქალაქეები პირად გარანტიებზე და კეთილდღეობაზე მაღლა ქვეყნის აწმყოს და მომავალს დააყენებენ“ – ნიკოლოზ რაჭველი

145
ნიკოლოზ რაჭველი

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი საარჩევნო უბნებზე მისვლას და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ცდილობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს და წერს, რომ სურს მოქალაქეებმა კონფორმიზმსა და კომპრომისების ვალდებულებით სავსე კეთილდღეობაზე მაღლა, სამშობლოს აწმყო და მომავალი დააყენონ.

„ყველამ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია, არც მე ვარ გამონაკლისი… მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე, ვინც არჩევნებზე არ წავალო… გამარჯვება ჩვენს სანატრელ ქვეყანას!“ – სტეფანე მღებრიშვილი

„ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და დავირაზმოთ საერთო მომავლისთვის“ – თამრიკო ჭოხონელიძე

„იცით როგორ დროს მინდა მოვესწრო ვიდრე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად გადავინაცვლებ? ეპოქას, რომელშიც ჩემი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა, მათ შორის ჩემი ახლობლების და უბრალოდ ნაცნობების სრული უმრავლესობა პირად გარანტიებსა და კონფორმიზმის ან კომპრომისების ვალდებულებით სავსე კეთილდღეობაზე მაღლა დააყენებს სამშობლოს აწმყოსა და მომავალს…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

იცით როგორ დროს მინდა მოვესწრო ვიდრე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად გადავინაცვლებ? ეპოქას, რომელშიც ჩემი თანამოქალაქეების…

Posted by Nikoloz Rachveli on Friday, October 25, 2024

ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g