LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდა ბახტურიძე: „2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს.. წელს სავარაუდოდ, ავცდით 20-ს.. სრულ იგნორში მარტოები ვართ ქალები და უფლებადცველები სისხლიან ომში, მაგრამ პოლიტიკოსებს უფრო “დიადი”საქმეები აქვთ. ქალების გვამებზე ვერ მოცდებიან“

98
befunky-collage-3-2022-05-24_20-11-41_814497

ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს“ წარმომადგენელი, იდა ბახტურიძე ქალთა მკვლელობის ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 31 ქალი მოკლეს.

არ არის საკმარისი მოკლული ქალის მკვლელის დასჯა.. მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და ეს არის მთავარი პრობლემა: იდა ბახტურიძე

„2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს. წლევანდელი ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ავცდით 20-ს. წლის ბოლომდე საკმარისი დრო აქვთ სასტიკ მოძალადეებს იმდენი ქალის გვამი დააწყონ, რამდენსაც თავად გადაწყვეტენ იმიტომ, რომ მათი გამჩერებელი ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩა.

გსმენიათ რომელიმე მთავრობის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერის კომენტარი ამ თემაზე?! ან ოპოზიციას ხომ არ უთქვამს რამე?! იქნებ მე გამომრჩა?! სრულ იგნორში მარტოები ვართ ქალები და უფლებადცველები სისხლიან ომში, მაგრამ პოლიტიკოსებს უფრო “დიადი” და “მნიშვნელოვანი” საქმეები აქვთ. ქალების გვამებზე ვერ მოცდებიან“, – წერს იდა ბახტურიძე.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები