LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იძულებული გავხდი, მოსახლეობა ზედმეტად დამეზაფრა, ბოდიშს ვიხდი“: პაატა იმნაძე

2090
90500111-1632239553580609-5879192165250236416-o

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ რაღაც ეტაპზე მოქალაქეების “ზედმეტი დაზაფვრა” მოუწია და ამის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

” ბოდიში უნდა მოვიხადო, ძალიან ვწუხვარ, რაღაც ეტაპზე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე მოსახლეობას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ შესაძლოა საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად და გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება 1 წლის განმავლობაში მოუწიოს.

პაატა იმნაძის თქმით, მაქსიმალური შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე უარის თქმა, რაც მოიცავს საოჯახო თუ მეგობრულ თავყრილობებს.

“კოვიდ 19”-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვევაზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, მოგვიწევს ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა.

რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენად ვისწავლით “კოვიდ 19”-თან ცხოვრებას.

რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ უშუალოდ ვირუსზე მოქმედი პრეპარატის შექმნის იმედი ზაფხულისთვის აქვთ.

შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულების წინ პაატა იმნაძემ საზოგადოებას შინ დარჩენისკენ მოუწონა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კუბოებს ვერ დავითვლიდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები