LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდნენ? რას წერენ ესპანური ტაბლოიდები და რა ხდება ცნობილი წყვილის სოციალური ქსელიდან

2416
ილია თოფურია

ესპანური ტაბლოიდები ქართველი მატადორის, ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის სავარაუდო დაშორებაზე ალაპარაკდნენ.

ქართულ-ესპანური წყვილის დაშორების შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ილიამ და ჯორჯიანამ სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ხავი ოი­ოს­მა შენიშნა და საჯაროდ გაავრცელა. ამის შემდეგ ილიამ და ჯორჯინამ კვლავ აღადგინეს ერთმანეთისთვის თვალის დევნა სოციალურ ქსელში, თუმცა ჭორი უკვე აგორებული იყო და ამ ნაბიჯით ხმები მათი დაშორების შესახებ, არ შეწყვეტილა. მით უფრო, რომ ილია თოფურიას ბოლო ოჯახური კადრები 12 ივნისს აქვს გამოქვეყნებული, როდესაც მათ გოგონას ერთი წელი შეუსრულდა.

ჯორჯინას კი სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოები წაშლილი აქვს.

ჯერჯერობით არც ერთ მათგანს დაშორების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ვიდეო: „ბედნიერებაა სახლში დაბრუნება“ – ილია თოფურია თავის უსაყვარლეს გოგონასთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუიას გოგონა გაიზარდა – რა კადრებს აქვეყნებს წყვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g