LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა ლოს–ანჯელესის ქვეშ გვირაბების რუკა გამოაჩინა

41

ილონ მასკის Boris Company-მ, რომელსაც გეგმაში აქვს ლოს-ანჯელესი მიწისქვეშა გვირაბების დახმარებით საცობებისგან განტვირთოს, რუკა წარმოადგინა. რუკის მიხედვით, მასკის პროექტის მასშტაბის დათვალიერებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მასკს პროექტის განხორციელებისთვის ჯერ მთავრობის ოფიციალური ნებართვა არ აქვს, კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაკეთდება. ამ მომენტისთვის, მთავრობამ მხოლოდ სამ კილომეტრიანი სატესტო გზის გათხრის ნებართვა გასცა.

ილონ მასკისგან განსხვავებით, მთავრობა პროექტს სკეპტიკურად უყურებს. ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბიზნესმენმა დაინტერესება თანხმობაში აურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები