თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე, ერთი კოვზით ზიარების შესახებ ქართველი მღვდლების პოზიციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საზიარებელ კოვზს ადამიანი უბრალოდ რომ შეეხოს, აუცილებლად განიკურნება: მეუფე დანიელი
“იმდენი ბაქტერიოლოგი მღვდელი, რამდენიც საქართველოს ეკლესიაშია არსად სხვაგან არაა”- წერს თეოლოგი.
ვირუსის შიდა გავრცელების და მკაცრი შეზღუდვების ფონზე, ეკლესიებში მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ.
მართლმადიდებელი მრევლი დღეს ტაძრებში ისევ შეიკრიბა. ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს.