LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას…მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა, ეროვნულ დეპრესიას გამოიწვევს: სალომე სამადაშვილი

204
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი ლიდერი სალომე სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, რადგან მომხრეებისთვის ეს გამხნევება იქნება. სამადაშვილის განმარტებით, მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა, ეროვნულ დეპრესიას გამოიწვევს.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება საცოდავი ერთ-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა.

„დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა “ოცნება“ და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება. წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ – ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე.

მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს – საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს. მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა“, – წერს სამადაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები