გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების შესახებ.
21 წლის ანი ნოზაძე ავსტრიაში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო პერიოდის განმავლობაში მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა.
მომღერალი, რომელიც 2022 წლის The Voice-ის მონაწილე იყო, გასულ წელს, მარნეულის კულტურის ცენტრში რეპეტიციის მსვლელობისას ცუდად გახდა. მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანილ ნოზაძეს იშემიური ინსულტი დაუდგინდა.
„ფორტუნა“ ანი ნოზაძის ახლობელს ესაუბრა. როგორც მაია ჯამალაშვილი ამბობს, ბოლო წუთამდე ყველას იმედი ჰქონდა, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა.
„მარნეულში ფესტივალებზე ვნახულობდი… მიყვებოდა „ვოისზე“, თუ როგორ ემზადებოდა. მოულოდნელად ერთ-ერთი ფესტივალის დროს ცუდად გახდა.. იშემიური ინსულტით..
თავიდან საქართველოში მკურნალობდა, შემდეგ ავსტრიაში გადაიყვანეს. მგზავრობა კარგად გადაიტანა.
იმედიანად იყო დედამისი, პროცედურები კარგად მიდისო.. ყველა კარგ ამბავს ველოდებოდით.. 9 თვე იყო ამ მდგომარეობაში,“ – ამბობს მაია ჯამალაშვილი.
გარდაცვლილი მომღერლის კიდევ ერთი ახლობელი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ანის ცხედარს ავსტრიიდან სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადმოასვენებენ საქართველოში.
„სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადმოასვენებენ… ასეთია პროცედურა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ მაია მდინარაძემ.
მომღერალს სოციალურ ქსელშიც ემშვიდობებიან:
„მუდამ დარჩები ჩვენი პირველი ფესტივალის გამარჯვებულად, რომელიც, ვინ იცის, პატარა ტრამპლინიც კი იყო შენს შემდგომ სასიმღერო კარიერაში და რომელიც არ დაგცალდა, ჩვენო გოგო… დიდხანს უნდა ყოფილიყავი, ძალიან დიდხანს უნდა ეჟღერა შენს ლამაზ ხმას, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია…“ – წერს მაია ჯამალაშვილი სოციალურ ქსელში.
მუდამ დარჩები ჩვენი პირველი ფესტივალის გამარჯვებულად, რომელიც, ვინ იცის, პატარა ტრამპლინიც კი იყო შენს შემდგომ სასიმღერო…
Posted by Maia Jamalashvili on ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023
„ყველაზე ტკივილიანი, ყველაზე სუსხიანი წელიწადის დრო ხარ ჩემო სიცოცხლე… შენდამი მონატრება ძვალსა და რბილში აღწევს…შემოდგომის ფერები შემაძულე, ასე რომ გვიყვარდა მე და შენ ჩემო “ნოემბრისავ”…არ არსებობს სიტყვა, რომელიც ჩვენ გვანუგეშებს… შენ იყავი ჩვენი ნუგეშიც და ჩვენი იმედიც გოგო…შენი კვალი ყველგან დატოვე, გაიხურე კარი და წახვედი! თუ ასე აპირებდი ჩემო სიცოცხლით სავსევ, ასე თავი რაღატო შეგვაყვარე???? ასე რატო გვიღალატე????“, – წერს ანის ახლობელი.
ყველაზე ტკივილიანი,ყველაზე სუსხიანი წელიწადის დრო ხარ ჩემო სიცოცხლე…შენდამი მონატრება ძვალსა და რბილში აღწევს…შემოდგომის…
Posted by Lela’s Art Nail on ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023
„კიდევ ერთი ანგელოზი წაგვიფარფატდა იმიერში, 21 წლის, უნიჭიერესი და ულამაზესი ანი ნოზაძე, გისამძიმრებ საქართველოვ! სად გყავს შენ შვილი, თან ასეთი შვილი, დასაკარგავი ! – წერს მაია მდინარაძე.
… კიდევ ერთი ანგელოზი წაგვიფარფატდა იმიერში, 21 წლის, უნიჭიერესი და ულამაზესი Ani Nozadze! ??
გისამძიმრებ საქართველოვ!
სად გყავს შენ შვილი, თან ასეთი შვილი, დასაკარგავი !
???Posted by Maya Mdinaradze on ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023
საშინელება! ანი თსუ-ის სტუდენტი იყო, მახსოვს გამოცდის წინ მთხოვა დახმარება, მაშინ ისე კარგად იყო….
გამოცდაზეც ჩემს წინ…Posted by Levan Jomidava on ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023
„საშინელება! ანი თსუ-ის სტუდენტი იყო, მახსოვს გამოცდის წინ მთხოვა დახმარება, მაშინ ისე კარგად იყო….გამოცდაზეც ჩემს წინ იჯდა… უფალმა ნათელი და სანთელი არ მოაკლოს შენს ლამაზ სულს ანი.
სიტყვებს ვერ ვპოულობ.. უდიდესი დანაკლისი.. ეს ის მომენტია, როცა ვერასოდეს წარმოგვიდგენია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს! ამიტომ, არავინ იცის ვის რა ბედი ელის მეგობრებო, სიცოცხლე ერთია და მისი ფასი უდიდესია მოეფერეთ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს,“ – წერს ლევან ჯომიდავა სოციალურ ქსელში.