LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელი ქალი საკუთარ თავზე დაქორწინდა

92
Capture

ინდოეთში 24 წლის ქალი საკუთარ თავზე დაქორწინდა. კშამა ბინდუს ისტორია Al Jazeera-მა გააზიარა.

საინტერესოა, რომ ინდოეთში მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა, ამიტომ ნამდვილ სენსაციად იქცა. ქალს ძალიან უნდოდა საკუთარი თავი პატარძლის ამპლუაში ენახა, ქმრის ყოლა კი მის გეგმებში არ შედიოდა.

თავისი გადაწყვეტილებით ბინდუ ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობების გარეშე უდიდესი სიამოვნება მიიღო. ამასთან, ქორწილის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ არ შეცვლილა, რაც ასევე ძალიან კარგია.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო. რიგითი ინდოელი პატარძლის საზრუნავი არ მქონდა და საკუთარი თავისთვის სრულებით საკმარისი ვიყავი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები