LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინეს დე რამონი ბრედ პიტის სახლში გადავიდა საცხოვრებლად და საოცრად ბედნიერია“ – გამოცემა People

208
page

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ერთად ცხოვრობენ, ამის შესახებ გამოცემა People წერს. ინსაიდერის ცნობით, ინესი ბრედის სახლში სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა და საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს.

„მათი ურთიერთობა დღითი დღე ვითარდება“, – აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ 60 წლის ბრედ პიტი და 34 წლის ინეს დე რამონის შვილის გაჩენას გეგმავენ.

„ბრედ კვლავ უნდა მამა გახდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას შვილებმა ზურგი აქციეს. ინესი ახლა იდეალურ ასაკშია, ბრედი კი შესანიშნავ ფორმაში. არ არის გამორიცხული, რომ ინესი უკვე ორსულად იყოს. ის ბრედთან გადავიდა საცხოვრებლად, ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს და მთელ დროს ერთად ატარებენ“, – ჰყვება ინსაიდერი.

ჩურჩული და სიტკბო – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი სანტა-ბარბარაში

„არ არის გამორიცხული, რომ უკვე ორსულად იყოს“ – ბრედ პიტს ინეს დე რამონისგან შვილის ყოლა უნდა – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები