ეკატერინე მიშველაძე და ინგა გრიგოლია, „ტვ პირველის“ წამყვანები, უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს:
„მივედით უკრაინის საელჩოსთან ინგა და მე და გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის, ამ ამაყი და მებრძოლი ერის მიმართ! ვუთხარით, რომ ჩვენ – ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსხვავებულად ვფიქრობთ და „ოცნების“ პრემიერის პოზიცია არ გამოხატავს ხალხის აზრს! რომ ის სამარცხვინოა და ჩვენ გვრცხვენია მის მაგივრად! პრეს ატაშესთან ფოტოს გადაღება კი დაგვავიწყდა…“
ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“
ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“
დათო გორგილაძე: „მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც…“