LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია: კალაძე ყველა გაგებით ერთ-ერთ მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად მიმაჩნია

91
BeFunky-collage (4)

13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასა და მის შემდეგ, დედაქალაქის მერიასთან დაორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

უსუფაშვილი: არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა

“მინდა, გამოვეხმაურო გასულ კვირას ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას. იმ უბედურებას, რაც ერთ ქართულ ოჯახსა და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს. 13 წლის ანგელოზი ბავშვი დაიღუპა. ახლა მიდის ლაპარაკი, რომ უნდა გადადგეს კალაძე. ჯერ ერთი, გამოძიება მიმდინარეობს.

მერე მეორე – კალაძე მე დღეს ყველაფერში და ყველა გაგებით ერთ-ერთ მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, შეცდომები მასაც აქვს და რაღაც პრეტენზიები მეც მაქვს, მაგრამ ეს უმნიშვნელო მგონია. ვაცადოთ გამოძიებას. თუ გამოძიების ჩატარებაში ვინმეს რამე სხვა ცოდნა აქვს, ამაში მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ, წინასწარ ნუ ვიტყვით იმას, რაც მიუღებელია”, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.

ამავე თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ვრცლად:

ზარქუა ოპოზიციას: კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ პოლიტიკურად დაგამთავრათ

ბოტკოველი საპარლამენტო უმრავლესობას: გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე – გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? როგორ ეუბნებოდნენ ხალხს – „ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“

ხაბეიშვილი უმრავლესობას: ამ ქალაქში ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი? რა მორალური და პოლიტიკური კატეგორიებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ეს კაცი კიდევ თანამდებობაზე იყოს?

პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g