LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი… ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას“ – კობახიძე ოპოზიციას

150
ირაკლი კობახიძე

„რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა- ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.

კობახიძის განცხადებით, სიმართლე ოპოზიციის მხარეს არ არის და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც „რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას:

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ პრემიერისთვის ინტერპელაციის შესახებ წერილის გაგზავნა ვერც ერთხელ ვერ გაბედა.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა. გასული წლების განმავლობაში, პირველ რიგში, ამ მოწვევას გავიხსენებ, მათ პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“ ყოველ ჯერზე წააგეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგ ჯერაც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადად ჩემთან, მათ უკვე ოთხჯერ ჰქონდათ იმის შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში, გაემართათ ჩემთან დებატები. ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა, უკვე, როცა სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის განხილვა აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა. აქედან ჩანს ორი რამე, პირველი ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და მეორე, რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას. თუმცა, ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმეა საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა გასული ერთი წლის განმავლობაში“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g