LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Toyota Camry-ის ფოტოები გავრცელდა

50

Toyota-მ სედანი Camry-ის ფოტოები გაავრცელა. მოდელის მსოფლიო პრემიერა დეტროიტის მოტორშოუზე, იანვარში შედგება.

ავტოსალონზე წარმოდგენილი იქნება Camry-ის ამერიკული ვარიანტი, რომლის განათება და ძირითადი დიზაინი ფოტოებზე გამოსახული ავტომობილის იდენტური იქნება. ავტომობილის ამერიკული ვერსია განსხვავდება ევროპული ვარიანტისგან.

მოდელის დეტალური ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ამ ეტაპზე ცნობები არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ მისი სიმძლავრე 245 ცხენის ძალა იქნება და ტურბოგამწევით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები