LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინტერნეტში ყბედობის ნაცვლად მიჩივლეთ… თქვენ ადგილას შემრცხვებოდა, თუნდაც 2020 წლის მერე აღარ გამოვჩნდებოდი…“ – გიორგი ფხაკაძის პასუხის პასუხი: რა მიმართვას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი

1174
გიორგი ფხაკაძე, ნუკი კოშკელიშვილი (1)

Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელი ნუკი კოშკელიშვილი ხმაურიან დაპირისპირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ, გიორგი ფხაკაძესთან საჯაროდ გამოეხმაურა.

ფხაკაძემ ცოტა ხნის წინ კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა, თუმცა კოშკელიშვილი პასუხად ამბობს, რომ გიორგი ფხაკაძე უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს:

„თაღლითია, ფულს ითხოვს, მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით…“ – სკანდალი კოსმეტიკის გარშემო: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი ხმაურიანი დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცნენ.

„არის ვიღაც, ვითომ ექიმი, რომელმაც პანდემიის დროს სულ ყველა მოგვკლა… გადამეკიდა, პირადში მწერს და წერს, თითქოს FDA არ ამოწმებს პროდუქტებს. ეს სრული აბსურდია. საზღვარზე ყოველ შემოსვლაზე FDA ამოწმებს წამლებს და კოსმეტიკას. ქარხანა უნდა იყოს დარეგისტრირებული, რომ ეს ლიცენზია გქონდეს. მე არ ვაკეთებ ამ ვიტამინს, ამას უშუალოდ ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს, რომელსაც FDA-ს კონტროლი გავლილი აქვს“, – ამბობს Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელი.

კოშკელიშვილი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედებს საზღვრის მკაცრი კონტროლი და პროდუქციის იმპორტი შესაბამისი წესების გარეშე შეუძლებელია:

„ელემენტარულს გეტყვით ბატონო გიორგი – სასაზღვრო შემოწმება არსებობს საქართველოშიც. არ გაქვთ უფლება, რომ რაც გინდათ, შემოიტანოთ და გაყიდოთ. თუ პრობლემა გაქვთ, ინტერნეტში ყბედობის ნაცვლად მიჩივლეთ. იქ წარვადგენ ყველა საბუთს, რასაც ითხოვთ. სირცხვილია, ამხელა კაცი ასე რომ იქცევით. უკვე შემაწუხეთ კიდეც“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

@nukikoshkelishvil

ტვინი წაიღო ნუღარ მწერთ

♬ original sound – Nuki
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g