როგორც ცნობილია, კრიშტიანო რონალდო და მისი ოჯახი საუდის არაბეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ფეხბურთელმა ხელშეკრულება ალ-ნასრის გუნდთან გააფორმა და ამით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსიც მოიპოვა.
აღნიშნული ფაქტით რონალდოს გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილოა და მას მწვავედ აკრიტიკებს. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში კრიშტიანოს ფოტო გავრცელდა, სადაც მას ალადინის ფორმა აცვია.
„ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, „ფულისთვის გააკეთე?“, „დღეიდან ალადინი ხარ“, – წერენ კომენტარებში.

