LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსელიანი ოქრიაშვილს: კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე “ნაცი” იყავი, 2016-ში “გაქოცდი”, 2020-ში ისევ “განაცდი” და 2024-ში ისევ “ქოცობა” გიწევს, მოდი, ისე ნუ იზამ, უკან მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო

1392
ing

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ეხმიანება “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერის, კახა ოქრიაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “დიდი ხანია “ოცნება” ელისაშვილის პარტიას და “გირჩს” ოპოზიციად ასაღებს, თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის “ოცნების” ისეთივე ნაწილია, როგორც ახლახან დაფუძნებული “ყაველაშვილის ტრიო”.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვით ლევან იოსელიანი ოქრიაშვილს პოლიტიკურ წარსულს და სხვადასხვა პარტიაში ყოფნას ახსენებს და ურჩევს, ისე არ მოიქცეს, რომ იზამ, “უკან მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვოს”:

“კახა, ჯიგარო, შენივე პერსპექტივიდან გიპასუხებ. 2012 წლამდე “ნაცი” იყავი, 2016-ში “გაქოცდი”, 2020-ში ისევ “განაცდი” და 2024-ში ისევ “ქოცობა” გიწევს. და მოდი ისე, ნუ იზამ, უკან მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო”, – მიმართავს იოსელიანი ოქრიაშვილს.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილმა სტატუსი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია:

“2022 წლის 20 ივნისის შემდეგ ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს – ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს

ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი – ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო”, – დაწერა ოქრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g