LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქ გატარებული ერთი კვირა მახსენდება ყველაზე სასიამოვნოდ“ – თიკა მახალდიანი ტრაგიკულად გარდაცვლილი დედის შესახებ ემოციურ ეპიზოდს იხსენებს

735
page

მომღერალმა თიკა მახალდიანმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული დედის ხსოვნას მიუძღვნა. სიმღერის სახელწოდებაა „მზე შემოდგომის“. მისი ავტორი, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია კლიპის რეჟისორი კი გოგიტა ჩიკვაიძე. თიკა ,,ფორტუნას” დილის სტუმარი იყო, სადაც დედის შესახებ ემოციური ისტორია გაიხსენა.

თიკა მახალდიანი: „შედგება ჩემი კლიპის პრეზენტაცია, რომელიც დედას ეძღვნება!..“

გვესაუბრე კლიპის შესახებ.

კლიპის გადაღების პროცესი პანდემიის გამო გაიწელა. პრეზენტაცია დედაჩემის დაბადების დღეს დავამთხვიე, სიმღერა მას ეძღვნება და იდეაც აქედან წამოვიდა, კლიპი მინიმალისტურია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არ მინდა რომ გავჩერდე, იმიტომ რომ ეს არის ის სფერო, რომელიც მაბედნიერებს.

იქნებ რაიმე საინტერესო ეპიზოდი გაიხსენო დედასთან მიმართებაში

12 წლის ვიყავი, როცა მე და დედა ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით, იქ გატარებული ერთ კვირა მახსენდება ყველაზე სასიამოვნოდ. პირველი ადგილი ავიღე, მისი ემოციები მახსოვს, უბედნიერესი იყო და ყველზე მეტად ეს უხაროდა. მე რომ ვმღერი, ეს მისი დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები