„იქნებ კარგი იდეაა შადრევანზე მარიტას ქანდაკება გაკეთდეს“, – ამის შესახებ ცნობილი მოქანდაკე, კომპანია „თბილისის შადრევნების“ დამფუძნებელი, ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და დასძენს:
„გოგონა, რომელიც თავისი მეგობრების გადასარჩენად გადახტა ამ შადრევანში.. რაღაცით მინდა რაღაცა ვთქვა და არც ვიცი რა ვთქვა..ეს რა არის მართლა, რა დღე გათენდა..“, – წერს ირაკლი ჟვანია.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე