,,გრემიზე” შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ, მაილი საირუსი წლევანდელ დაჯილდოებაზეც გამოჩნდა. ის ბიონსესთან ერთობლივი სიმღერით – II Most Wanted დაჯილდოების გამარჯვებული მესამედ გახდა. კოლაბორაციამ ჯილდო ,,დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო ქანთრი პერფორმანსის” ნომინაციაში მიიღო.
საირუსი ამ გამარჯვებით ბიონსეს მოგებული ისტორიული ,,გრემის” ნაწილად იქცა. მათი თანამშრომლობა სწორედ ბიონსეს მეშვიდე სტუდიურ ალბომში – Cowboy Carter შედის.
,,ჩვენ მოვიგეთ, ბიონსე” – მიმართა მაილიმ ბიონსეს სცენიდან, როცა ნომინაციაში – ,,წლის ჩანაწერი” გამარჯვებულის გამოსაცხადებლად ავიდა.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე საირუსი კონვერტს გახსნიდა და გამარჯვებული სიმღერისა და მისი შემსრულებლის სახელს გაამხელდა, იხუმრა:
,,ამის თქმა მაინც მომიწევს იქნები თუ არა ეს შენ, ბიონსე!..”.
საზოგადოებამ ხუმრობა Diddy-ის გახმაურებულ ქეისში ბიონსესა და ჯეი-ზის სავარაუდო ფიგურირებას დაუკავშირა.
შეგახსენებთ, რომ ბიონსემ დისკით – Cowboy Carter 67-ე ,,გრემიზე” ახალი ისტორია დაწერა. ის პირველი შავკანიანი ქალი არტისტი გახდა, ვინც ნომინაციაში – ,,საუკეთესო ქანთრი ალბომი” მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემია დაიმსახურა.
კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”
ბიონსეს მომავალი ტურნეს დაწყების თარიღი ცნობილია