LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს – სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს“

107
ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვიი და ალეკო ელისაშვილი~

„სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა და აღნიშნულით მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც „26 მაისს ჩაიბარებენ“.

კობახიძე სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია გააფრთხილა, „ფეხი არ დაუცდეთ“:

სალომე ზურაბიშვილი: „ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე… ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე“

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში.

რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კახა კალაძე 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციაზე: „რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია… შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება“

ასევე, მანვე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლზე, სადაც 20 ივნისი ნახსენები არ არის.

„გახარიაზე დიდი კომენტარების კეთება არ ღირს. თქვენ იცით, რა ჩაიდინა მან თავის დროზე, როდესაც მისი ქმედებების გამო უმძიმესი დაზიანება მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მისი, ასეთი პიარული აქტები, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო და უკან უბრუნდება ხოლმე მას, ასეთი პიარული ქმედებები“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g