LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: 5 დღე ნამდვილი ომის იმიტაცია იყო, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, დღეს 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი – სერიოზული თანხებიც არის ჩართული

118
ირაკლი კობახიძე

5 დღე ნამდვილი ომის იმიტაცია იყო, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, დღეს 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესში სერიოზული თანხებიც არის ჩართული.

„ხუთი დღე იყო მასშტაბურად ძალადობრივი აქციები, 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა ხუთი დღე. დანარჩენი საშუალოდ იკრიბება, ეს იყო – 300-350-400 კაცი, ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად ეს არის დაფინანსებული აქტივი. იხდიან ბიუჯეტში თანხებს – 5 000 ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს.

მართლაც საოცარი მოვლენაა, მეორე მხრივ, ირონია გვერდზე, რომ გადავდოთ, მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ.

ეს არის კულტურული ქვეყანა. არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”. არ შეიძლება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას არ დაადგება არცერთ შემთხვევაში და როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას.

როგორ შეიძლება, გქონდეს მაგის მოლოდინი, რომ ვინმე შეიძლება გაჰყვეს ამ ადამიანებს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g