LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს“ – რას აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ გავრცელებულ კადრებზე

1170
349590737_3515344195406826_9064011630521138912_n

დღეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების მიმდინარეობის დროს, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა.

ვიდეოკადრები სპორტდარბაზშია გადაღებული, ფოტოები კი – საცურაო აუზზე.

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას:

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი!

ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს. წინა წელს, ან იმის წინა წელს რომ არ იყო იგივე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ?

არა, იმიტომ რომ მართლა უსამშობლო აგენტები არიან და რით გადაფარონ დღევანდელი დღის უდიდესი პოზიტივი, მაგაზე არიან დაგეშილები.

ხან ევროკავშირის დროშაზე უბინძურესი სპეკულაციით სცადეს და ხან ერთი საათით სპორტკომპლექსში მისული ადამიანით, რომლის ორგანული ზიზღი და შიში აქვთ. მათი აგენტობის და ამაზრზენობის მთავარი მამხილებელია და იმიტომ!

და რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ბოიკოტს დემონსტრაციულად რომ უცხადებს ამ დღეს წლებია, თან მიწვევის მიუხედავად, ამაზე რატომ არავინ იღებთ ხმას?

პ. ს. ლяკა ხოშტარია რისი მკადრებელია ყველამ ვიცით, მაგრამ რა ბინძური უნდა იყო „პოლიტიკოსი“, საკუთარი დედა რომ შეუშვა სპორტდარბაზში და აუზზე (ორ ნაცაქტივისტთან ერთად) კობახიძისთვის ფოტო-ვიდეომასალის გადასაღებად. ელენე ხოშტარია, კაგებეს მეთოდებშია ეგეც?“ – წერს გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი!…

Posted by George Grdzelishvili on პარასკევი, 26 მაისი, 2023

 

 

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 

პოპულარულები