LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი კვლევებით, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს“

108
ირაკლი კობახიძე (1)

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე მივიდა.

კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64 64-ზე – 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g