LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას“

138
ელენე ხოშტარია, ირაკლი კობახიძე

„მსოფლიოში ალბათ პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ მგონი, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე გუშინ გამართულ აქციას და ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია“:

ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

რუსთაველის გამზირზე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთადერთი გზა რევოლუციაა.

„ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ესეც მეტყველებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. 4 პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, „დიფ სთეითი“ ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს, ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიცია.

რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები. არის შიდა დაპირისპირება. ეს ძალიან კარგია, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. არის ორი პარტია, რომელსაც სურს მონაწილეობა, ორი, რომელსაც არ სურს მონაწილეობა. ეს გახლეჩა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. საბოლოოდ, ყველა ერთია, მაგრამ არის იქ პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი: ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია – ეს გერმანელებსაც ეხება

შალვა პაპუაშვილი: ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია – ეს გერმანელებსაც ეხება

კობახიძემ პარლამენტთან მყოფ მოშიმშილეებთან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მისვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა“.

„ეს არის ვენის კონვენციის მორიგი უხეში დარღვევა, მეორე ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება. რა თქმა უნდა, არცერთ მიმართულებით არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა – ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა – ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 28 ივნისს შიმშილობა დაიწყო. მან 29 ივნისს განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“;

„კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება. მე არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს – პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს. უბრალოდ, მე საზოგადოებას ვაცნობ ჩემს ხედვას, როგორ ვიბრძოლოთ. თუ ამ ხედვაზე ჩვენ ყველა ჩამოვყალიბდებით ერთიანად, თუნდაც კორექტირებებს შევიტანთ ფორმებში, (ჩემს ჭკუაზე კი არ უნდა იარონ), მაგრამ თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g