LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამიტომ შედის ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

118
ირაკლი კობახიძე

„ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე – ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რეალურად, ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს.

აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან გზის გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება – სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება

„როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ“

მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. აქამდე მოქმედებდა ჯარიმები. ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, იმისათვის რომ უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება,“ – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება განკარგულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g