LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ჯო უილსონის განცხადებაზე: „იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე – ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან“

142
ირაკლი კობახიძე და ჯო უილსონი

„იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე – ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი და ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებაზე, რომ „თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.

კობახიძის თქმით, როდესაც პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, ეს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

„თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ურთიერთობები“ – ირაკლი კობახიძე

„ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნებია ხოლმე. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. რაც მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი.

უპირველესად, საზოგადოებამ ისწავლა რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ 5 რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე.

როდესაც ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან.

ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი. ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ.

„ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?“ – ჯო უილსონი

ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მიზანი ესაა – იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი.

ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობის, რომელიც დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის – როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯო უილსონი: „ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g