LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია

72
kobaxize

ერთი საინტერესო რამე, რაც უნდა აღინიშნოს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით – პირველივე პუნქტი, რომელიც არის აღნიშნული ევროკომისიის დოკუმენტში არის სწორედ დეპოლარიზაცია. თუმცა, ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ თავისთავად გააღრმავა პოლარიზაცია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„დოკუმენტმა რადიკალაურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღვივების საშუალება მისცა, ანუ საითკენაც მოგვიწოდებს ეს დოკუმენტი და გადაწყვეტილება, ზუსტად იმის საპირისპირო რამე გააღვივა, სამწუხაროდ. არ ვიცი, რატომ არ ჰქონდათ, თუ ვერ ჰქონდათ გათვლილი ეს ევროკავშირში. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ასეთია. ანუ, სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა შეხედოს ევროკავშირმა სამომავლოდ, როდესაც გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g