LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„[ირაკლი კობახიძის წერილი] ეს არის სამარცხვინო… ძალიან მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის  პრეზიდენტი, ალბათ დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი“ – ზურაბიშვილი კობახიძის ღია წერილზე

127
ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი

„ეს არის სამარცხვინო, აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ძალიან დიდი ნერვიულობა არის „ქართული ოცნების“ რიგებში, ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

ზურაბიშვილი პრემიერ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს გამოეხმაურა, რომლითაც კობახიძემ აშშ-ის მთავრობას მიმართა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება“:

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: „ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით – გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით“

„საზოგადოებას მოვუწოდებ, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო. აქ დაცული არ არის არცერთი არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობები და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს, ამას უნდა ვუყურებდეთ. აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს ალბათ პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს დაალაგებს და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი.

ძალიან მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია, ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება. ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები… ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს, ან სამშობლო, ან ბიძინა, ასეთია არჩევანი“ – გვარამია კობახიძის წერილზე 

გვარამია ეხმაურება პრემიერ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ის მთავრობას მიმართავს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ირაკლი კობახიძე ტრამპსა და ჯეი ვენსს: „ერაყისა და ავღანეთის მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება“

მიხეილ ჯანელიძე: „კარგი რაც შეიძლება დავინახოთ კობახიძის ღია წერილიდან, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“

„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება“ – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g