LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი, ბელა ჰადიდი და ეშლი გრემი – გამოცემა Chaos 69-ის კაშკაშა ფოტოსესია

179
page

გლამურულმა გამოცემამ Chaos 69 ახალი, მე-7 ნომერი გამოუშვა. უახლესი გამოცემა „შანელს“ მიეძღვნა, სადაც მონაწილეობა ირინა შეიკმა, ბელა ჰადიდმა, ეშლი გრემმა და სხვა მოდელებმა მიიღეს.  ცხადია, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დროის ორმა გამორჩეულმა მოდელმა მიიპყრო, ესენი ირინა შეიკი და ბელა ჰადიდი არიან.

ირინას ალისფერი ტყავის ორეული ეცვა. მოკლე შორტი გვერდებზე ჩახსნილი იყო, მოსაცმელი კი შეიკს შიშველ სხეულზე ეცვა. მის „ლუქს“ბოქსის ხელთათმანები ასრულებდა. რაც შეეხება ბელას, მან არჩევანი „შანელის“ კრემისფერ, მოკლე პიჯაკზე შეაჩერა.

პრინცესა ირინა ფუტურისტული სამყაროდან – შეიკმა V magazine-ის გარეკანი დაამშვენა

„მეტ-გალა 2022“-ის ყველაზე პიკანტური „ლუქი“ – ბელა ჰადიდის ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები