LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ჩემზე ძალადობდა“ – Puff Daddy-ის ყოფილი შეყვარებული სასამართლოში უჩივის

263
page

რეპერ Puff Daddy-ის ყოფილი მეგობარი გოგო, მომღერალი Cassie, იგივე კასანდრა ვენტურა გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ის მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან ინტიმური კავშირის დამყარებას აიძულებდა.

„მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, მე საბოლოოდ მზად ვარ მოვყვე ჩემი ისტორია, სხვა ქალების სასარგებლოდ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან. ის ჩემზე ძალადობდა და მამაკაც სექსმუშაკებთან ინტიმური კავშირის დამყარებას მაიძულებდა“, – აცხადებს ვენტურა, რომელთანაც არტისტი 2007 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა.

ადვოკატის თქმით, Puff Daddy ვენტურას ყველა ბრალდება უარყოფს.

„უილ სმიტმა ჯეი ლოს ინტიმი სამში შესთავაზა, ამის გამო Puff Daddy მის ცემას აპირებდა“ – რეპერი ჯიმი კიმელის შეკითხვას პასუხობს

ჯასტინ ბიბერი, ჯონ ლეჯენდი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები… – Puff Daddy, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომით დაბრუნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები