LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უილ სმიტმა ჯეი ლოს ინტიმი სამში შესთავაზა, ამის გამო Puff Daddy მის ცემას აპირებდა“ – რეპერი ჯიმი კიმელის შეკითხვას პასუხობს

319
page

53 წლის მუსიკოსი, Puff Daddy ჯიმი კიმელის შოუს სტუმრობდა. არტისტმა თავის ახალ ალბომზე, The Love Album ისაუბრა.

ჯასტინ ბიბერი, ჯონ ლეჯენდი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები… – Puff Daddy, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომით დაბრუნდა

უეცრად წამყვანი მუსიკის თემას გასცდა და მას საკმაოდ უხერხულ საკითხზე დაუსვა შეკითხვა.

„სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში საინტერესო სტატიას წავაწყდი. შენი ყოფილი დაცვის წევრი აცხადებდა, რომ იმ პერიოდში, როცა შენ ჯეი ლოს ხვდებოდი, უილ სმიტმა და მისმა მეუღლემ, ჯეიდა პინკეტ სმიტმა მას ინტიმი სამში შესთავაზეს. ამის გამო შენ სმიტის ცემას აპირებდი“, – უთხრა კიმელმა არტისტს.

Puff Daddy რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ კი მიუგო:

„მას შემდეგ, რაც მე აქ ბოლოჯერ ვიყავი, შენ და შენი  შოუ კიდევ უფრო შეიშალეთ“, – უპასუხა ვარსკვლავმა წამყვანს.

Puff Daddy-მ ,,გრემიზე” სამადლობელი სიტყვისთვის განკუთვნილი დრო ლანძღვასა და მუქარას დაუთმო 

ჯეიდა პინკეტ სმიტი აცხადებს, რომ კრის როკმა ის პაემანზე დაპატიჟა

ჯეი ლო და მისი მამაკაცები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები