ბავშვებში გადაჭარბებული თვითშეფასების რისკების შესახებ ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი პოდკასტში, „ჯანსაღი დიალოგი“ საუბრობს.
ფსიქოლოგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებზე გაამახვილა ყურადღება:
„ისეთი ფრაზები, როგორიც არის „ჩემი პრინცესა“, „ჩემი ულამაზესი“, „ჩემი უჭკვიანესი“, არ ჭირდებათ ეს პრინცესობის და ულამაზესობის იარლიყები ადამიანებს იმიტომ, რომ ამ განწყობით როდესაც ისინი გადიან ფართო ასპარეზზე, სადაც მშობელი ვერ გამოეკიდება თავისი კომპლიმენტებით, მაგრამ წარმოდგენა საკუთარ თავზე იმაზე მაღლა აქვს, ვიდრე რეალურად არის, ეს სადღაც აუცილებლად გამოიწვევს პრობლემას იმიტომ, რომ საზოგადოება დამნდობი არ არის, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად…
თუ სამართლიანია, იმ სამართლიანობაშიც ეტკინება და უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე არ ყოფილა პრინცესა, ან თურმე არ ყოფილა უჭკვიანესი, ვიღაცა მასზე ლამაზია, მასზე ჭკვიანია და ისევ ინდივიდუალიზმთან თუ მივალთ და განსხვავებულ პიროვნებებთან, გამკლავების სტრატეგიებთან და რამდენად შემიძლია მე პრობლემას გავუმკლავდე, ვიღაცა ამას გადაიტანს და ვიღაცა დაენარცხება და ისევ მივალთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან. ყველაზე კარგი აღზრდა არის ის, როდესაც ზუსტად ვიცი ვინ არის და რა არის ჩემი შვილი, რა გამოსდის და რა არ გამოსდის… ამას ჰქვია სიმართლის თქმა…“ – ამბობს ფსიქოლოგი.
