LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი სიმღერაა არასდროს მოგბეზრდება… ძალიან მიყვარს“ – ლოლა წერეთელი პრემიერით „არ დაიდარდოში“

1856
ლოლა-წერეთელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ლოლა წერეთელი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „თქვენ გაიხარეთ“ და „წარსულზე მომიყევი“ პრემიერა შედგა.

ლოლა, ცნობილი გახდა, რომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას და სრულ გარდასახვას გეგმავ…

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ არასდროს არაფერს ვმალავ. კუჭის ოპერაციის მერე, რომ გავხდი და გავხდი, წინ წავიდა ცხვირი, დიდი ცხვირი მქონდა და რომ ამბობენ, რა არის ამდენი პლასტიკურის გაკეთებაო, რა პლასტიკურის გაკეთება, ერთი ცხვირი გავიკეთე და 23 პლასტიკა მიადეს ჩემს ცხვირს. მერე, ჯერ ერთი, 25 წლის არ ვარ, შესაბამისად, ყველაფერი იცვლება და ტელევიზიაში რომ გამოვდივარ, პროფილში საერთოდ არ მინდა ხოლმე გამოჩენა და ბიჭებს სულ ვეუბნები, სანამ ოპერაციას არ გავიკეთებ, ჩემი სახე პროფილში არ ანახოთ-მეთქი. 12 ოქტომბერს მივდივარ საოპერაციოდ, მთელი სახის პლასტიკას გავიკეთებ.

არ გეშინია?

არა.

დიდი, ხანგრძლივი ოპერაციაა?

ალბათ, 5 საათიანი. იცით, რატომ არ ვმალავ?! ხალხი ხომ ხედავს ჩემს სახეს, სანამ ოპერაციას გავიკეთებ და მე რომ არ ვთქვა, რომ არ ვილაპარაკო…  რატომ არ უნდა ვთქვა, რატომ არ უნდა ვილაპარაკო?! პირიქით, გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია. თან, ადამიანს უნდა მოუსმინო, შენიშვნა უნდა მიიღო, მე ყველა შენიშვნას ვიღებ. ჩემი მსმენელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. რატომ უნდა თქვან, ეს აფერისტი, ჩუმ-ჩუმად წავიდა და გაიკეთა ოპერაციაო, ჩუმ-ჩუმად რატომ უნდა გავაკეთო, როცა შემიძლია, ალალად ვთქვა.

მოგვიყევი სიმღერაზე „თქვენ გაიხარეთ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

დავურეკე ქეთი ხუციშვილს და ვუთხარი, რომ პოპურის გაკეთება მინდოდა და დაეგეგმა, რა სიმღერის მერე რა ყოფილიყო. ქეთიმ ეს ყველაფერი რომ გააკეთა, შემდეგ, ნამუშევარი დავიდ დავიდოვს გავუგზავნეთ ისრაელში და მას ეკუთვნის არანჟირება. ძალიან მაგარი ნამუშევარი გამოვიდა. ქობულეთში რომ ვმღეროდი, ყველა ისეთ დღეში ვიყავით, რომ არ ვიცი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „წარსულზე მომიყევი“.

ეს არის ვალსი. ძალიან მაგარი სიმღერაა.

ქეთი ხუციშვილმა დამირეკა და მითხრა, სიმღერა უნდა გაჩუქოო. მას ეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. გულიდან ვიმღერე, იმდენად ისეთი სიტყვებია…

ყველაზე ძალიან რომელი სიმღერა გიყვარს შენს რეპერტუარში?

„წარსულზე მომიყევი“ ძალიან მიყვარს. ისეთი სიმღერაა არასდროს მოგბეზრდება.

ლოლა – თქვენ გაიხარეთ

ლოლა – წარსულზე მომიყევი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ლოლა – აივანზე გამოვედი

ლოლა. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები