LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი, ფაქტობრივად, „ოცნების“ რიგებში შევიდნენ: გიორგი ბარამიძე “მოქალაქეების” გადაწყვეტილებაზე

89
FORTUNA.GE- (3)

“ბოლო პერიოდია, თვალს ვადევნებთ ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ და პარლამენტში შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს იყო მათთვის მთავარი და არა პრინციპების ერთგულება. ესაა აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება. ისინი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ.” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ეხმიანება პარტია “მოქალაქეების” წევრების იმ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

გადაწყვეტილება მიღებულია: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ

გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პრინციპულობას შეინარჩუნებენ, ხოლო ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შესძენს:

“პროცესები, რომელსაც თვალს ვადევნებთ, “ქართული ოცნების” თამაშია, რომ გაყალბებით, ძალადობითა და ყოველგვარი დარღვევებით მიღებულ ე.წ. პარლამენტს როგორმე ლეგიტიმაცია შესძინონ. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ, რადგან ის ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები შეინარჩუნებენ პრინციპულობას და ყველანი ერთად გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რაც აუცილებლად მოგვიტანს ვადამდელ არჩევნებს.” – აცხადებს ბარამიძე.

magti 5g