LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში სადეპორტო დაწესებულებაში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

645
34722579

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ასევე ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება.

მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ უწყებაში.

ქართველი ახალგაზრდის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g