LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის… ინაუგურაციაზე იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი“ – უილსონი კობახიძეს

223
ჯო უილსონი

„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი“, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ჯო უილსონი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება, სადაც კობახიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი და ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. ინაუგურაციაზე იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი“,წერს უილსონი.

კონგრესმენმა სოციალურ ქსელში მისი, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა:

„მადლობელი ვარ, რომ მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მასზე უკეთ არავის ესმის აგრესორების დიქტატურული ღერძის საფრთხე – მისი ოჯახი კუბის ტირანულ რეჟიმს გაექცა. მადლობელი ვიყავი, რომ ის საქართველოს პრეზიდენტს შევახვედრე“, – წერს უილსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g