„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას აღნიშნავს, რომ „ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით და დამთავრებული შინაარსით, არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება“.
გოგორიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
გოგორიშვილის თქმით, ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება კი ანგარებაა.
„რასაც ივანიშვილი ამ წერილში წერს, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, ეს არის პირდაპირ ხალხისთვის სახეში შეფურთხება, რადგან დარწუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს მეხსიერება, დარწუნებულია, რომ ჩვენ ყველა ვართ აღფრთოვანებული ასი ქარხანის გუგუნით, ყველა სოფელს 5-5 მილიონი რომ ჩამოურიგეს, სოლარიუმებზე ურეკში არაფერს ვამბობ.
მისი პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნვას იმას, რომ მას ყველაფერი უნდა დაანახოს საზოგადოებას ისე, როგორც თვითონ სურს და თვითნ უყურებს ამას. კარგად ვხედავთ, რომ ის ქველმოქმედება, რასაც ერქვა წლების განმავლობაში, თუნდაც ხელოსვნების მუშაკებისათის კომპენსაციების დარიგება, ეს იყო მისი გათვლილი გეგმა და პოლიტიკაში მოსვლის პირველ ეტაპზე, კარგად დავინახეთ როგორ დადიოდნენ ეს ადამიანები სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ამ ვალს როგორ „იხდიდნენ“ მისი ქება-დიდებით.
ქველმოქმედება არის, როდესაც ადამიანი რაღაცას უანგაროდ აკეთებს და ანგარება არის ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი თვისება.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.
გოგორიშვილი ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გაკეთებულ მოწოდებას შევიდნენ პარლამენტში.
„როდესაც არსებობდა გადათვლის სამართლებრივი გზა, ოპოზიციამ ყველა დონეზე მიიღო უარი, კობახიძის ეს შეთავაზება არის თავის მოწონების მცდელობა საერთაშორისო საზოგადოებასთან“,- აცხადებს გოგორიშვილი.
თავი არავინ მოიტყუოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის – არმაზ ახვლედიანი
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ვერანაირი ელექტრონული სისტემა ვერ უშველის და ვერ განაპირობებს ნორმალურ არჩევნებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
“კობახიძისგან მსგავსი ბოდვა არაერთხელ მოგვისმენია, ის ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ოდიოზური განცხადებების გაკეთებით, ესეთი იყო გუშინდელი შეთავაზებაც, რადგან გადათვლის და საგამოძიებო კომისიის ეხლა შეთავაზება არის უბრალოდ პლიუსის დასმა ვიღაცის თვალში და ალბათ შეიძლება ცდილობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან თავი მოიწონოს“,- განაცხადა გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი ირაკლი კობახიძეს წარადგენენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ