LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივენთ კომპანია „მეგა ბოსი” მომსახურების სრული სერვისით: „ჩვენი გუნდი თქვენს დღეს ჯადოსნურად გადააქცევს”

215
image00001

თუ გეგმავთ ხელისმოწერას, ქორწილს, გინდათ ორიგინალური ხელის თხოვნის წვეულება, გაქვთ ბანკეტი ან სხვა ტიპის ღონისძიება – „მეგა ბოსის“ გუნდი თქვენს დღეს ჯადოსნურად გადააქცევს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მიმდინარე წელს კიდევ უფრო ფართოვდება და მომხმარებელს უახლოეს პერიოდში, უამრავ სიახლეს უმზადებს.

„მეგა ბოსის“ საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ამავე კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი კალანდაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანანო თოფურიძემ ისაუბრეს.

რამდენად მოთხოვნადია ქვეყანაში ის მომსახურება, რასაც „მეგა ბოსი“ სთავაზობს ბაზარს?

პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი, ღონისძიებებთან მიმართებაში საკმაოდ დიდი პაუზა იყო, მაგრამ, ახლა უკვე მოიხნა კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები და ძალიან გააქტიურდნენ ჩვენი მომხმარებლები, დამკვეთები ღონისძიებების ჭრილში, იქნება ეს პრეზენტაცია, ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, თუ სხვა ტიპის ღონისძიება. საზოგადოება ძალიან მონდომებულია და ჩვენც ყველანაირად მზად ვართ, რომ გავუწიოთ მათ მომსახურება და შევთავაზოთ სრული სერვისი.

რამდენ წლიანი გამოცდილების კომპანია ხართ და რას მოიცავს „მეგა ბოსის“ საქმიანობა?

ბოლო 6 თვეა, რაც ჩვენ „მეგა ბოსის“ სახელით წარვდექით ფართო საზოგადოების წინაშე, თუმცა, მრავალწლიან ისტორიას ითვლის ჩვენი გუნდი, იქნება ეს: ქეითერინგი, ფურშეტი თუ ა.შ. ჩვენი კომპანია მუდმივად გეგმავდა ძალიან დიდი ღონისძიებებს. საკმაოდ დიდი გუნდი ვართ, 350 კაცამდე. აღსანიშნავია, რომ გვყავს ჩვენი მომსახურე პერსონალი: მიმტანები, დიზაინერები, კონდიტერი, შეფმზარეულები და ა.შ. რაც შეეხება თავად სერვისს, კომპანია „მეგა ბოსი“ სთავაზობს მომხმარებელს ყველა სახის ღონისძიებას, ეს იქნება: ხელის მოწერა, ქორწილი, კორპორაციული საღამო, ბოლო ზარის ღონისძიება, ბანკეტი, თუ თუ სხვა. ჩვენთან მოსული მომხმარებელი იღებს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში, მათ შორის: დეკორაციას, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ფურშეტს, ინვენტარს, სერვირებას შესაბამისი ღონისძიებისთვის, ტრანსპორტირებას, ლოკაციის შერჩევასაც კი უზრუნველვყოფთ. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთს უკვე შერჩეული აქვს ლოკაცია, აბსოლუტურად ვერგებით მის ინტერესებს.

აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო კომპანიის სახელზეც. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რატომ „მეგა ბოსი“  – ზუსტად იმიტომ, რომ „მეგა ბოსში“ მოსული ადამიანი იმ დღეს არის თავისი დღის ბოსი და „მეგა ბოსთან“ ერთად დაგეგმილი ღონისძიება არის განსხვავებული.

კონკურენცია მაღალია თქვენს სექტორში? რა უპირატესობების გამო უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „მეგა ბოსი“?

კონკურენცია, ჩვენს სეგმენტში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კომპანია „მეგა ბოსს“ აქვს ის რუსურსი ზუსტად, რომელიც არ აქვს ბევრ კომპანიას და რას ვგულისხმობთ ამაში: როგორც ზევით აღვნიშნეთ, გვყავს ჩვენი სტაფი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს უზრუნველყოფს, არ სჭირდება არსად სხვაგან მისვლა მომხმარებელს, დაწყებული ვიდეოგრაფით, დასრულებული დრონით, მუსიკალური გაფორმებით, თუ ლოკაციის მოძიებით – ყველა ის დეტალი, რასაც მოიცავს ღონისძიება, აბსოლუტურად ყველაფერს უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია. ასევე, ცალკე მინდა გამოვყოთ ჩვენი საწარმოს არსებობა, სადაც მზადდება სადღესასწაულო ტორტები, დესერტები, ღონისძიებისთვის კერძები და სხვა. ანუ, გვაქვს ჩვენივე პროდუქცია. ჩვენი პლუსიც ეს არის, რომ ღონისძიების შემთხვევაში, კვების ნაწილში, ჩვენ სხვასთან არ ვთანამშრომლობთ  – ყველაფერს ჩვენი რესურსით უზრუნველვყოფთ.

გეოგრაფიული არეალი შეზღუდულია, თუ თქვენი მომსახურების მიღება საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი?

ლოკაცია ჩვენთვის არ არის პრობლემა. რეგიონებშიც გავდივართ, მაგალითად, 1 კვირაში ქალაქ ბათუმში გვიწევს ქორწილის ორგანიზება. ამ ყველაფრისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებულები და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სვანეთშიც კი შეგვიძლია წავიდეთ სრული აღჭურვილობით, ჩვენი ინვენტარით და ძალიან მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. ხაზი გვინდა გავუსვათ იმასაც, რომ ათი კაციდან დაწყებული 3 ათას-კაციან ღონისძიებასაც თამამად ვაკეთებთ.

ძირითადად, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

უმეტესად, ჩვენი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები. ასევე ვთანამშრომლობთ რამდენიმე უნივერსიტეტთან, რამდენიმე ორგანიზაციასთან და კორპორაციულ საღამოებსაც აქტიურად ვაკეთებთ.

უახლოესი პერიოდის გეგმებში რა შედის?

რა თქმა უნდა, „მეგა ბოსის“ სტრატეგია გაწერილია. ამის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელ დღეს იარსებოს ნებისმიერმა კომპანიამ. მით უფრო, ამ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, ამ სტრატეგიაზე, ვმუშაობდით. „მეგა ბოსს“ აქვს ძალიან სერიოზული ხედვები, რადგან ამის რესურსი და ფუფუნება გაგვაჩნია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს განვითარებაზე. ამასთან, სამომავლო გეგმებში შედის ჩვენი ქსელის გაფართოება. სათავო ფილიალი გვაქვს ჩიქოვანის 4 ნომერში, ვამატებთ კიდევ რამდენიმე ფილიალს თბილისში და ასევე, ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას. ამაზე ვმუშაობთ, პროექტი გაწერილია და სხვა ბევრი საინტერესო გეგმაც გვაქვს, რისი დასახელებისგანაც ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ.

„მეგა ბოსის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებზე.

ცნობისთვის, კომპანიას 3 ფილიალი აქვს თბილისში: ჩიქოვანის 4 (ყოფილი ხილიანი), ვაჟა-ფშაველას 39 ა და ლეონიძის 14, თავისუფლების მეტროსთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები