LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში საქართველოს უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ეწვევა

96
MBBS-Georia

ივლისში საქართველოს უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოული ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობას უმასპინძლებს.

ივლისის თვის ბოლომდე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი,ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი), ასევე სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა.

მაღალრეიტინგული უცხოური ტელეკომპანიების, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი გაეცნობა,“ – წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

magti 5g