ის, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ამის ნათელი მაგალითი კიმ კარდაშიანია.
მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სატელევიზიო სახემ კანიე უესტთან ქორწინების 5 წლის იუბილე აღნიშნა, 38 წლის სელებრითმა იმიჯის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და გრძელი თმა მოკლედ შეიჭრა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი სელინ დიონის კონცერტზე - წყვილმა ქორწინების იუბილე აღნიშნა (ფოტო)
ვარსკვლავურმა წყვილმა სადღესასწაულო თარიღი ლას-ვეგასში, სელინ დიონის კონცერტზე იზეიმა.
ახალი ვარცხნილობით 4 შვილის დედა დასთან, ქლოისთან და დის, კორტნის ექს-ბოიფრენდთან, სკოტ დისიკთან ერთად დააფიქსირეს.


აღსანიშნავია, რომ კარე ერთადერთი არ ყოფილა, რის გამოც კიმი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ მას მეუღლის ,,საეკლესიო ტანსაცმლის” კოლექციიდან სპორტული შარვალი წარწერით ,,იწამე ღმერთი” აცვია.
