დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას ისმენენ.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ გასული თვეების განმავლობაში „იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სიმშვიდის შენარჩუნება უზრუნველყო“.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში.
როგორც მოგეხსენებათ, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არსებითად, თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობა ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.