LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზა ომაძე: „დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით.. საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!“

512
ფორტუნა - 2023-05-08T140720.000

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი შვილის საათი სისხლიანი ლაქებით დაუბრუნდა.

იზა ომაძე ვრცელ პოსტში კიდევ ერთხელ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და მოუწოდებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე.

ნიკო კვარაცხელიას დედის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით (ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ) ამას რომ შემიცოდოთ იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები, ევროპის ნაწილი კი არა მალე რუკაზე არ დავრჩებით როგორც ქვეყანა, ყველამ იცის რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ახლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და რვა თვეა არ გამოუძიებიათ, ორი სულგაყიდული ახალგაზრდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ჩემი შვილი არის პირველი ქართული სოციალური მედია პლატფორმის Feedc-ის შემქმნელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, ვითხოვ პასუხს ვინ და რატომ მომიკლა შვილი…

საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი!!! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!!!

მზად ვარ თვითეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე გასისხლიანებული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა, რომ იგივე ბედი ელით, სანამ თვითეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!

გუშინ ერთ-ერთი ფბ მომხმარებელი წერდა და მახსენებდა ბრიუსელში მომხდარი ახალგაზრდის მკვლელობას, დიახ მაშინ მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე მის დასაცავად, სანამ იგივე განმეორებულა ჩვენს ქვეყანაში ველოდები რეაგირებას და თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ მაშინ ვისაც შეუძლია მას ვანდოთ ეს საქმე!!!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
მესმის რომ სისტემამ სინდისის და კუჭის ძარღვი ძალიან „მიაჭეჭყა“ ერთმანეთს, მესმის შიში სამსახურის დაკარგვისა მაგრამ ადამიანი სინდისია მერწმუნეთ და თქვით ადამიანებო სიმართლე, ვინც მკვლელი კაველაძის დაკითხვას შეესწარით!!! გამოაჩინეთ მისი დაკითხვის ოქმი!!

P.S. ეს ფოტო შეიძლება ითქვას ნიკოს ბოლო კადრია, 18 აგვისტო, საათი, როგორც ყველაზე საყვარელი აქსესუარი მაჯაზეა, მაშინ როცა ანას იუბილეს აღნიშნავდა სასტუმრო მწერლებში, ქვეყნის მტრები, მის მკვლელობას გეგმავდნენ

წ ა მ ზ ო მ ი ც  ჩ ა ი რ თ ო“. – წერს იზო ომაძე.

„დღეებია არ ცხრება ინტერესი, ნიკოც რამე სახით იყო ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულიო.. ნამდვილად არა.. უკვე კი არ გთხოვთ მოვითხოვთ!“ – იზა ომაძის მიმართვა ვახტანგ გომელაურს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g