თბილისში, რამდენიმე წლის წინ, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე შვილის ხსოვნას მორიგ ემოციურ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში და სამართლიანობის მიღწევის იმედს გამოთქვამს.
პოსტში, რომელიც სიმბოლურად წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს გამოაქვეყნა, იზა ომაძე წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის დამკვეთები „ისტორიაში შევლენ როგორც ქვეყნის მტრები…“
„22 მაისს ნიკოლოზობას აღვნიშნავდით, ახლა ყოველი დღე ნიკოლოზობაა, ნიკოსია, გილოცავთ ნიკო შვილო… თუ შედგა ჩვენი ქვეყანა და თუ გაიმართა ინსტიტუციები, ზუსტად ვიცი რომ შენი მკვლელობის მომფიქრებელ აღმსრულებლები ჯიშ-ჯილაგიანად შევლენ ისტორიაში როგორც ქვეყნის მტრები… მანამდე გვაპატიე შვილო…
ვარდობის თვეს ვარდი ისევ აყვავილდა…
იმ ადგილას? შურით გასკდა დედამიწა.
ამოხეთქა ღვარძლმა, მაგრამ ვერ წაგვლეკა…
განა მართალს, ღმერთი ასე გაწირავდა?
მიილევა ვარდობის თვეც , ფიქრში, დარდში…
იმ ქუჩაზე? — ისევ არის დენთის კვამლი…
უკვე მერამდენე ნიკოლოზობაა, რომ გვახრჩობს დენთის კვამლი მაგრამ, ღმერთი მოწყალეა, მოწყალე…
წმინდა ნიკოლოზის მადლი გწყალობდეთ, სწყალობდეს ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით ყველა
ნიკოლოზს“