LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: არასწორია, რომ უკრაინის ხარჯზე ვცდილობთ ევროკავშირსა და ნატოში მოხვედრას, პირველებმა ვიომეთ

200
ზურა ჯაფარიძე

მიიღებს თუ არა უკრაინა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს – საკითხზე ევროპარლამენტი დღეს იმსჯელებს. ამ ფონზე, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა ახლა უნდა გამოიყენოს შანსი და დაუყოვნებლივ მიმართოს განცხადებით ევროპის კავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე.

ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა

საკითხზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

“არასწორია, რომ ჩვენ ვეტენებით და უკრაინის ხარჯზე ვცდილობთ ევროკავშირსა და ნატოში მოხვედრას; ჩვენ პირველებმა ვიომეთ 14 წლის წინ. პირველები შევეჯახეთ ამ დედამოტყნულ მოსტრს.

მაშინ ცოტას ესმოდა, ვინ იყო პუტინი და რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. მაშინ ჩვენ არ დაგვიჯერეს, მაშინ, ოღონდ თავის ტკივილი აეცილებინათ, ჩვენც დაგვდეს ბრალი.

მაშინ დასავლეთი არ იყო ასეთი ერთიანი. მაშინ ჩვენ არ მიგვიღია დასავლეთის მხარდაჭერის იმის მეასედიც კი, რასაც დღეს ვხედავთ უკრაინაში. ამიტომ ჩვენ უკრაინელებთან ჩავიჯვით თორემ დასავლეთთან არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ამიტომ გვეკუთვნის ყველაფერი, რასაც უკრაინას შესთავაზებენ, ევროკავშირი იქნება, თუ ნატო მიუხედავად იმისა, რომ დღეს სი**ი ვართ, ჯერ”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g