LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არასწორია

142
ზურაბ ჯაფარიძე

“მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ”, – ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

დავით არახამია: “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე, КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”

ჯაფარიძის განცხადებით, “კაგებეშნიკის” წოდება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა უაზრობაა:

“მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ, ზოგადად ასეა.

ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის “კაგებეშნიკის” დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, არის ერთი მხრივ გახუნებული, მეორე მხრივ კი – უაზრობა.

აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ (კაგებეშნიკები) ან სისტემის მონები, სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა.

რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა – ჩემი აზრით, ერთის დედაც და მეორესიც, მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ, ასეთი ხალხი ვწვალობთ, რომ ვისწავლოთ ხელახლა, რას ნიშნავს თავისუფლება.

ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას – მარტივია ჯალათების და მონების პოვნა.

ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და … გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ,

დღევანდელებს მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იმავეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” ლიდერმა დავით არახამიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით განაცხადა:

“ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი… КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ “დავერბოვკებული” იყო.

КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”, – განაცხადა არახამიამ.

მელია: „კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. „კაგებეს“ იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლის ძარღგაწყვეტილი ემისარი”

„ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ, მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ?” – ზურა ხაჩიძე ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g